
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა მურმან გორგოშაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პროფესორმა მურმან გორგოშაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „კანონმდებლობა მშობლიური ენის შესახებ 1918-1921 წლებში“. მომხსენებლი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ენის პრინციპების დაცვასა და საკანონმდებლო ნორმათა შესრულების აუცილებლობაზე ესაუბრა.
უკან |