
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა ბსუ-ს კაფეტერიაში ორცხობილები გამოაცხვეს და მსურველებს გაუმასპინძლდნენ. საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა სოფლად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს მოხმარდება. ღონისძიება მუსიკალურად „ბსუ ბენდმა“ გააფორმა.
უკან |