იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორმა მურმან გორგოშაძემ მახოს საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს თასი, მედლები და ჯილდო გადასცა

სურათი

ქვედა მახოს დაწყებითი სკოლის (ამჟამად საჯარო სკოლა) კურსდამთავრებულმა,  იურიდიული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორმა მურმან გორგოშაძემ, საკუთარი ფინანსური მხარდაჭერით 2017 წელს მშობლიური სკოლის მოსწავლეთა სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთათვის „სკოლის კურსდამთავრებულთა თასი“ და მედლები დააწესა, ხოლო 2018 წელს - სკოლის საუკეთესო მოსწავლისთვის ფულადი ჯილდო. პროფესორმა მურმან გორგოშაძემ „სკოლის კურსდამთავრებულთა თასი“ და მედლები პირველი ადგილისთვის გადასცა მე-6 კლასის მოსწავლეთა გუნდს „მერცხალს“, ხოლო 2018-19 სასწავლო წლის მონაცემებით საუკეთესო მოსწავლისთვის დაწესებული ფულადი ჯილდო და მედალი პირველობისთვის ამავე კლასის მოსწავლეს ელისო შანთაძეს. მოსწავლეებმა სასწავლო წელი კონცერტით და სტუმართან შეხვედრით დაასრულეს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა