
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსმა მასწავლებელმა ინგა ცინცქილაძემ 7-11 ოქტომბერს, პროგრამის Erasmus+-ის ფარგლებში ლექციები ჩაატარა საბერძნეთში, თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში. ლექციები მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა: სამხრეთ კავკასია და ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმება და მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში.
უკან |