იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გრაცის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თომას კრუსმანმა ბსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა

სურათი

გრაცის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თომას კრუსმანმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა თემაზე: „სისხლის სამართლის კანონმდებლობის ევროპეიზაცია და  მისი როლი ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში“. პროფესორმა თომას კრუსმანმა იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის, კონკრეტულად სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და მისი გავლენა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან.

მომხსენებელმა ლექციაზე ასევე განიხილა ევროკავშირის ჩამოყალიბების მოკლე ისტორია, საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და  საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის ინტეგრირება ევროპულ საკანონმდებლო სივრცესთან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა