იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“

სურათი

საინფორმაციო სასწავლო პროგრამის „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სისტემების განვითარებისა და რეფორმების ცენტრის ტრენერმა დავით თოდრიამ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სემინარი  ჩაატარა. ტრენერი ახალგაზრდებს ესაუბრა არჩევნების არსსა და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და პრინციპებზე. დავით თოდრიამ ყურადღება გაამახვილა ასევე  არჩევნებში ჩართულ მხარეებსა და მათ როლზე საარჩევნო პროცესში, აქტიურ მოქალაქეობასა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

საინფორმაციო სასწავლო პროგრამას „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სისტემების განვითარებისა და რეფორმების ცენტრი ანხორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობასა და ახალგაზრდების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა