
ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ რიგაში, ტურიბას უნივერსიტეტში გამართულ ტრენინგ-კურსში: „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“. სასწავლო კურსი ითვალისწინებდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის MEDIATS-ს ფარგლებში ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადებას. პროექტი საშუალებას აძლევს აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებს, გახდნენ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეები საკუთარი ქვეყნების მედიაციის პროცესში. პროექტის გუნდი გაეცნობა ევროპულ პრაქტიკას, კვალიფიკაციას აუმაღლებს პერსონალს, შეარჩევს სტუდენტებს და ასევე შეიმუშავებს მედიაციის საგანმანათლებლო პროგრამას.
უკან |