
ქალაქ მურსიაში 13-17 იანვარს, მურსიას კათოლიკურ უნივერსიტეტში (ესპანეთი) გაიმართა მედიაციის ტრენინგ-კურსის მეორე ნაწილი. სწავლება ითვალისწინებდა პროექტ MEDIATS-ის პარტნიორ უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადებას მედიაციის სფეროში. პროექტში მონაწილეობა მიიღო ბსუ-სიურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურმა პესონალმა. ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ ლევან ჯაყელს მიენიჭა მედიატორის საერთაშორისო ლიცენზია. ღონისძიების ფარგლებში შედგა სასწავლო ვიზიტი. პროექტი „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოები სტრასფორმაცია“ ხორციელდება Erasmus+ CBHE-ის ფარგლებში.
უკან |