
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ბერგჰოფის ფონდი“ კავკასიის პროგრამის დირექტორმა ოლივერ ვოლესმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია მხარეებმა ითანამშრომლონ საქართველოში არსებული ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების თემატიკით დაინტერესებული სტუდენტების ცოდნის, კრიტიკული აზროვნების ამაღლებაზე. შეუქმნან მათ შესაბამისი სასწავლო-სადისკუსიო სივრცე, რომელიც დაეხმარებათ მათ ისწავლონ და განავითარონ თავიანთი ცოდნა და უნარ-ჩვევები აღნიშნულ საკითხებში, ხელი შეუწყონ საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი სასწავლო კურსების განვითარებას და პროგრამების შემუშავებას.
უკან |