
„ERASMUS+“-ის პროექტის "MEDIATS: Training and Society Transformation" ფარგლებში და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით სტუდენტებისა და მედიაციის ინსტიტუტით დაინტერესებული პირებისათვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი საქართველოში". ლექციას წარუძღვნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, მედიატორი ირაკლი ყანდაშვილი და Centre for Effective Dispute Resolution (CEDR)-ის მიერ აკრედიტირებული საერთაშორისო მედიატორი ლაშა კალანდაძე.
უკან |