იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჟან მონეს სტუდენტური კონფერენცია „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ევროპის კავშირში“

სურათი

საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ჟან მონეს სტუდენტური კონფერენცია „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ევროპის კავშირში“ გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციაზე ჟან მონეს სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებების, ევროპული ინტეგრაციის, ევროკავშირში დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის, როგორც საქართველოს პირველი ევროპული კონსტიტუციის და მასში განსაზღვრული ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა