![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_15074_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური დეპარტამენტის პროფესორმა ეთერ ვარშანიძემ და ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1-4 ივნისს, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ბავშვებსა და მშობლებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს. კონსულტაცია ითვალისწინებდა ისეთი აქტუალური საკითხების გაცნობას, როგორიცაა: ბავშვების აღზრდა პოზიტიურად, მშობელსა და შვილს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების გზები.
უკან |