
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური დემოკრატია ევროპის კავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“ გაიხსნა. საზაფხულო სკოლა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება zoom-ის პლატფორმაზე და მასში მონაწილეობს ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საქართველოს სხვა უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის 30 სტუდენტი. საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ,,ერაზმუს+“ ჟან მონეს პროგრამის მიერ. საზაფხულო სკოლის დეტალური პროგრამა იხილეთ დანართში.

უკან |