
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს კათედრის ორგანიზებით საჯარო ლექცია და დისკუსია გაიმართა თემაზე „საქართველო და ევროპა: ისტორიული კავშირები და თანამედროვეობა“. იურისტმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ (2018-2020), ძველი ევროპული რუკების და გრავიურების კოლექციონერმა სულხან სალაძემ მოხსენება წაიკითხა თემაზე - „საქართველო ძველ ევროპულ რუკებზე, წარსულის პარალელები და თანამედროვეობა“, ხოლო ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ - „საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის ევროპული კონსტიტუციის დაბადება, ბათუმი და ევროპული ღირებულებები“.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროპის და საქართველოს ურთიერთობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
უკან |