
ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე სასწავლო წლის სტუდენტმა ანრი ვანიძემ მონაწილეობა მიიღო 3-8 ივლისს, ავსტრიის ქალაქ ნეუმარკტში ევროპაბურგის ციხესიმაგრეში გამართულ ევროკავშირი-უკრაინის მშვიდობის საკითხებისადმი მიძღვნილ EYFON – „ევროპის ახალგაზრდული ფორუმის ნეუმარიკტის“ ფორუმში. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა მოისმინეს ლექციები, დაესწრნენ პანელურ დისკუსიებს, ვორქშოპებსა და ჯგუფურ აქტივობებს, რომლებიც ორიენტირებული იყო კრიტიკული აზროვნების, სამომავლო იდეებისა და გუნდურობის ფორმირებაზე. EYFON-ი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, აიმაღლონ ცნობიერება და მიიღონ შესაბამისის ცოდნა და გამოცდილება.
ანრი ვანიძემ პროექტში მონაწილეობა მიიღო ტერნოპოლის დასავლეთ უკრაინის ნაციონალურ უნივერსიტეტსა და ბსუ-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის საფუძველზე.
უკან |