
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერასმუს+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა. ცენტრში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ, რომლებიც იმუშავებენ საერთაშორისო ექსპერტთა გუნდთან და ერთობლივად შეიმუშავებენ რეკომენდაციებს. ცენტრში მომუშავე ფსიქოლოგების გუნდს ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბერიძე უხელმძღვანელებს.
ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით გაიხსნა.
უკან |