
ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმში ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი სასწავლო წლის სტუდენტთა მონაწილეობით დისკუსია გაიმართა თემაზე: „ილია ჭავჭავაძე როგორც იურისტი“. დისკუსია წარმართა ფაკულტეტის მოწვეულმა მასწავლებელმა ლევან თენიეშვილმა. ილია ჭავჭავაძის იურიდიული საქმიანობისა და სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ სტუდენტებმა - ნიკა ფარტენაძემ, დავით კახიძემ, სანდრო კიკნაძემ, ნინო ლორთქიფანიძემ და მარიამ ნაკაშიძემ - წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია. შეხვედრას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ თხილნარის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.
უკან |