იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელის მალხაზ ნაკაშიძის ვიზიტი ჰარვარდის უნივერსიტეტში

სურათი

24-25 მარტს ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ, აშშ-ის ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და კენედის მმართველობის სკოლაში გამართულ  კონფერენციაში „Frontline Europe a Continent’s Struggle for Relevance, Unity and Value". მაღალი რანგის კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და აერთიანებს პოლიტიკურ ლიდერებს, მსოფლიო დონის ექსპერტებს და პრაქტიკოსებს მთელი ევროპიდან, რათა განიხილონ ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევები, უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი გეოპოლიტიკური გამოწვევები, ევროკავშირის ევოლუცია, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობები და სხვა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი პანელი სამი ძირითადი თემატური პანელის გარშემო: 1) გეოპოლიტიკა - მონაწილეობდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ასევე 3 ყოფილი პრემიერ-მინისტრი: იუსეფ შაჰედი (ტუნისი), ენრიკო ლეტა (იტალია), გაი ვერჰოფშტადი (ბელგია), Brexit-ის ყოფილ მთავარ მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე. 2) იდენტობა და ღირებულებები - მთავარი სპიკერი იყო სვეტლანა ციხანოვსკაია, ბელორუსის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი, ამჟამად ემიგრაციაში. 3) ეკონომიკა და ბიზნესი -  ინვესტიციები ევროპაში, Aragon-ის აღმასრულებელ დირექტორი, Google-ისა და Meta-ს ექსპერტებთან და პრაქტიკოსებთან ერთად და მრგვალი მაგიდა, რომელიც ეხებოდა „უკრაინის აღდგენას“ უკრაინის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე რომან კაჩურთან ერთად.

კონფერენცია გაიხსნა უკრაინის თემაზე გადაღებული დანიის, უკრაინის, შვედეთის და ფინეთის ერთობლივი დოკუმენტური ფილმის A House Made of Splinters (“House of Splinters”) ჩვენებით. ფილმი 2023 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში. კონფერტენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინა. იხილეთ კონფერენციის სრული პროგრამა შემდეგ მისამართზე: https://euroconf.eu


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა