
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისების საჭიროება ჩვენს რეალობაში“. შეხვედრას უძღვებოდა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი (ფსიქოლოგია), ფსიქოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი დავით ქათამაძე. შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრინციპები, მისი მნიშვნელობა სტუდენტურ ცხოვრებაში, გამკვლავების სტრატეგიები და უნივერსიტეტში არსებული ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები.
უკან |