![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_18879_1_s.jpg)
E-PSY-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის პრაქტიკანტმა, ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა ანრი ვანიძემ უნივერსიტეტის ეზოში პრეზენტაცია წარადგინა თემაზე: „ტრიქოტილომანია“. სტუდენტებმა მოისმინეს და იმსჯელეს ტრიქოტილომანიის გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობის აუცილებლობაზე, განიხილეს ფსიქოლოგის პროფესიული საქმიანობა, ეთიკის ნორმები და მეთოდები. ღონისძიება ფსიქოლოგიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალისა დაბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის თერაპევტების, ქეთევან ბერიძისა და შორენა მესხიძის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |