იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს მიკოლას რომერის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის დელეგაცია ეწვია

სურათი

3-9 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიკოლას რომერის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის დელეგაცია ეწვია სამართლის სკოლის დეკანის, ლირა იაკულევიჩიენეს, დეკანის მოადგილის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კვლევის საკითხებში იოლანთა აპოლევიჩისა და კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორის ვირჯინიუს ბიტე შემადგენლობით. ფაკულტეტის დეკანთან, ლევან ჯაყელთან გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა ორმაგი სამაგისტრო პროგრამების პერსპექტივები საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით. ხელშეკრულება ითვალისწინებს  MRU LAB-ის ფარგლებში ერთობლივი კვლევითი ჯგუფების ფრომირებას, კვლევითი  გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა