
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტი ეთერ ვარშანიძე შეხვდა ქალაქ ბათუმის ა. დიუმას სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლის VII-X კლასის მოსწავლეებს და საჯარო ლექცია ჩაუტარა თემაზე -“ეფექტური გზები მიზნის დასახვისა და ამოცანების შესასრულებლად “. ასისტენტმა ეთერ ვარშანიძემ მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება მიზნის დასახვისა და განხორციელებისთვის და როგორ უნდა დავძლიოთ სირთულეები დასახული მიზნების განხორციელებისთვის. შეხვედრამ ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა.
უკან |