
2025 წლის 20-22 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელმა, ჟან მონეს მოდულის (TRIO.JOIN.EU) კოორდინატორმა, მალხაზ ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ოსტინში გამართულ კონსტიტუციონალიზმის გლობალურ სამიტში (https://law.utexas.edu/the-2025-global-summit), რომელიც ორგანიზებული იყო ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ.
გლობალურ სამიტზე მალხაზ ნაკაშიძემ წარადგინა ორი მოხსენება: 1. “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევები” 2. „უცხოური პრეცედენტების გამოყენება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ: პირდაპირი ციტირება და ფრთხილი თავშეკავება".
ღონისძიებაში მონაწილეობა განხორციელდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარები, კონგრესი, ფორუმები) მონაწილეობისათვის ბსუ-ს ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების, ასევე ბსუ-ს ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია“ ((TRIO.JOIN.EU - Grant Agreement N: 101127000 - ERASMUS-JMO-2023-MODULE) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
უკან |