
ბსუ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ორგანიზებით, იურიდიული კლინიკის კოორდინატორის - ნარგიზ ცეცხლაძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ტრენინგი (საჯარო შეხვედრა) თემაზე- „ოჯახური ძალადობა, სამართლებრივი მექანიზმები და სასამართლო პრაქტიკა“.
აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა საინტერესო პრეზენტაციები სპიკერების - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტების, პრაქტიკოსი ადვოკატების- თორნიკე ცივაძის- (სპეციალიზებული ბავშვთა უფლებებში სამოქალაქო სამართლის მიმართულებით) და გვანცა თურმანიძის- (ამავე სამსახურის სპეციალიზებული ადვოკატი სისხლის სამართლის მიმართულებით) მიერ.
დისკუსიაში მონაწილე სტუდენტების მხრიდან დაისვა საინტერესო კითხვები. წარმოდგენილი იქნა ასევე საინტერესო მოსაზრებები არსებული გლობალური პრობლემების პრევენციის და მათი დაძლევის გზების შესახებ.
უკან |