
14 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მურმან გორგოშაძე შეხვდა ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში სკოლის მოსწავლეებს და საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე - ,,სახელმწიფო ენის გამოყენების სამართლებრივი ასპექტები". პროფესორმა მურმან გორგოშაძემ მოსწავლეებს დედა ენის დღის მნიშვნელობაზე, დედაენის დღედ გამოცხადების წინაპირობებზე, სახელმწიფო ენის სწორად გამოყენების აუცილებლობასა და ქართული ენის დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
უკან |