
ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის კოორდინატორის, პროფესორ ქეთევან ბერიძის ხელმღვანელობით მიმდინარე სემესტრში ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული მითოდრამის პროექტი, რომელსაც უძღვება პროფესორი ალან გუგენბიული შვეიცარიიდან და ილიაუნის პროფესორი, ქეთევან მაყაშვილი. პროექტი ითვალისწინებს მასში ჩართული სხვადასხვა სკოლისა და ბაღის მასწავლებლებისთვის და ფსიქოლოგებისთვის მითოდრამის მეთოდის სწავლებას. ვორქშოფის გავლის შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ მითოდრამის ფასილიტატორის სერტიფიკატს.
უკან |