
ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა რუსუდან კეჭაყმაძემ ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელში „ანრი“ ჩაატარა შეხვედრა თემაზე „სტრესი და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე“. ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, დასვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშო, რომელიც სტრესის მართვის უნარების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
უკან |