იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

9 მაისი - ევროპის დღე ბსუ-ში

სურათი

9 მაისს, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ორგანიზებით, ევროპის დღის აღსანიშნავად საჯარო ლექცია და დისკუსია გაიმართა თემაზე “ევროპა და საქართველოს ევროინტეგრაცია” (მომხსენებელი: პროფ. მალხაზ ნაკაშიძე, ჟან მონეს კათადრის ხელმძღვანელი). ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის, ასევე ბსუ-ს სხვა საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ევროპული ღირებულებების მნიშვნელობის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თანამედროვე გამოწვევების და გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია“ (TRIO.JOIN.EU) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.

ჟან მონეს კათედრის და მოდულის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს http://jeanmonnetchair.edu.ge

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა