
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა საგრანტო პროექტის წარდგენა - „სწრაფი მართლმსაჯულების პრობლემატიკა საქართველოში აჭარის რეგიონის მაგალითზე“. მოწვეულები იყვნენ ბათუმის საქალაქო და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოების, აჭარის პროკურატურის და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
საგრანტო პროექტის ხელმძღვანელია სამართლის დოქტორი, პროფესორი ომარ ფარტენაძე, ხოლო განხორციელებაში ჩართულნი არიან პროფესორები: ადამ მახარაძე, ლევან ჯაყელი, დალი მახარაძე, ასევე სტუდენტები - იოსებ შავაძე და ლუკა ტაკიძე. პრეზენტაციას ესწრებოდა ბსუ-ს რექტორი, ტიტე აროშიძე.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე, დაისვა აქტუალური კითხვები და გაიმართა დისკუსია. ღონისძიების ფარგლებში, პროექტის განხორციელება ოფიციალურად დაიწყო, რაც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის ეფექტიანობის შესახებ საზოგადოებრივი და აკადემიური დიალოგის გაღრმავებას.
უკან |