იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საჯარო ლექცია თემაზე "არჩევნები და სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში"

სურათი

სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა გიგა ფარტენაძემ  სკოლა ,,ევრო-2000"- ში  ჩაატარა  საჯარო ლექცია თემაზე "არჩევნები და სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში". შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურისა და დემოკრატიული ჩართულობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას. ლექციის ფარგლებში განხილული იყო როგორც საქართველოს საარჩევნო სისტემის განვითარება, ასევე მოქალაქეთა როლი და პასუხისმგებლობა დემოკრატიული პროცესების გამყარებაში. ლექციის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სიმულირებულ ელექტრონულ კენჭისყრაში, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და ინტერაქტიულს ხდიდა შეხვედრას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა