იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის ვიზიტი სიენას უნივერსიტეტში

სურათი

9-13 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე „ერაზმუს+“-ის აკადემიური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით სიენას უნივერსიტეტს (იტალია) ეწვია.  პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები ევროკავშირის საკონსტიტუციო სამართლის, ევროკავშირში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გამოწვევების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში მალხაზ ნაკაშიძემ ჩაატარა სემინარი საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მასპინძელი პროფესორი ტანია გროპი, უფროსი მკვლევარი ვალენტინა კარლინო და პიზას წმინდა ანას წამყვანი სწავლების სკოლის პროფესორი ჯუზეპე მარტინიკო. მხარეებმა ასევე მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა