იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

იმიტირებული სისხლის სამართლის პროცესი

სურათი

სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტში სასწავლო კურსი „ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში", რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი ომარ ფარტენაძე, დასრულდა იმიტირებული სისხლის სამართლის სასამართლო პროცესის ჩატარებით. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა შეირჩა მხარეების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისგან. მოსამართლის ფუნქცია შეასრულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა, ბსუ-ს კურსდამთავრებულმა თორნიკე ცივაძემ, რომელიც კვალიფიციურად გაუძღვა პროცესს. მხარეების შესავალი სიტყვების, მტკიცებულებების გამოკვლევის, დაკითხვისა და დასკვნითი სიტყვების შემდეგ ჩამოყალიბდა ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება.

იმიტირებული სასამართლო პროცესი ხელს უწყობს სტუდენტთა მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ტრანსფორმაციას. მსგავსი აქტივობები ტარდება ყოველწლიურად და იწვევს დიდ ინტერესს სტუდენტებში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა