
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ირაკლი ყანდაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „მედიაცია - ახალი დავის გადაწყვეტის მექანიზმი და ახალი შესაძლებლობები“.
მომხსენებელმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის თანამედროვე მექანიზმი. მედიაცია სამოქალაქო კატეგორიის დავის მხარეებს საშუალებას აძლევს, მიმდინარე დავა დაასრულონ შეთანხმებით და კონფლიქტი ამოწურონ ორმხრივად სარგებლიანი, მათ ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებით.
მედიაციის გამოყენება დავის შეთანხმებით დასრულებისთვის მოდავე მხარეებს მნიშვნელოვან უპირატესობებს სთავაზობს. კერძოდ, ეს მექანიზმი საშუალებას იძლევა დაზოგონ დროითი და ფინანსური ხარჯები, ეფექტურად გამოიყენონ ადამიანური რესურსები და შეინარჩუნონ პირადი თუ საქმიანი ურთიერთობები.
უკან |