იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამუშაო ვიზიტი იმყოფება ლიეტუვის მიკოლას რომერის უნივერსიტეტიდან

სურათი

იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამუშაო ვიზიტით იმყოფება ლიეტუვის მიკოლას რომერის უნივერსიტეტის პროფესორი ლირა იაკულევიჩიენე.

ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრა იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან და ასევე სტუდენტებთან, საუბარი შეეხო არსებული კავშირების და თანამშრომლობის გაძლიერებას ასევე დასახულ იქნა ახალი გეგები, განხილულ იქნა მიღწეული შედეგები. ლირა იაკულევიჩიენემ მზადყოფნა გამოთქვა აკრედიტაციის პროცესში მხარდაჭერა გაუწიოს ბსუ-ს აკადემიური რესურსის თვალსაზრისით.

სტუდენტებთან პროფესორ ლირა იაკულევიჩიენემ ჩაატარა ლექცია და ასევე წარადგინა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა. ასევე სტუდენტებს წარედგინათ ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა  რომლის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობას ეძლევათ მიკოლას რომერის უნივერსიტეტში აითვისოს და ბსუ-ში ავტომატურად აღიაროს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა