Horizon Europe - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

შვეიცარიის სახელმწიფო გრანტები

სურათი

შვეიცარიის მთავრობა აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს შვეიცარიის უნივერსიტეტებში სწავლისა და კვლევების დაფინანსებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა (არა შვეიცარიის მოქალაქე) უცხოელ მკვლევრებს, რომლებიც უკვე ფლობენ მაგისტრის ან დოქტორის ხარისხს (ნებისმიერ დისციპლინაში) და გეგმავენ კვლევის გაგრძელებას დოქტორანტურაში ან პოსტ სადოქტორო დონეზე.

კვლევითი სტიპენდიების გაცემა ხდება შვეიცარიის ნებისმიერ უნივერსიტეტში სწავლის დასაფინანსებლად, ასევე ტექნოლოგიურ ფედერალურ ინსტიტუტებში. განიხილება მხოლოდ ამ უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი კანდიდატები.

განაცხადის მიღება იწყება 2023 წლის 23 აგვისტოს, ხოლო განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის 2024 წლის 24 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.sbfi.admin.ch/sbfi/en/home/education/scholarships-and-grants/swiss-government-excellence-scholarships.html#1582163571

ან მიმართეთ Horizon Europe -ის საგრანტო ოფისს (ოთახი 129).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა