აკადემიური საბჭოს 2017 წლის 15 მაისის №34 დადგენილებით დამტკიცდა ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში, ინგლისური ენის მიმართულებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური საბჭოს 2017 წლის 5 აპრილის №21 დადგენილებით გამოცხადებული კონკურსის შედეგები.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის 2017 წლის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის „საჯარო ლექციათა ციკლი“ ფარგლებში ბსუ-ს 5 პროექტი დაფინანსდა.