პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ წარდგენა
27 მაისი 2019 წელი

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ წარდგენა
30 მაისს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 55-ე აუდიტორიაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ წარდგენა გაიმართება. პროგრამის მიზანია მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა, განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და კვალიფიციური კადრების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესება. „ასწავლე საქართველოსთვის“ ასევე ითვალისწინებს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებისა და სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვას. პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული კონსულტანტ-მასწავლებლები ერთი აკადემიური წლით დასაქმდებიან საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში.
სრულად