განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების წარდგენა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ცენტრის აკადემიური პროგრამების და საერთაშორისო პროექტების სამსახურის უფროსმა ნინო სულავამ სტუდენტებს პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები გააცნო. 2018-2019 სასწავლო წლისათვის განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორციელებს საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამებს, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებს და საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შემდეგ ვებგვერდზე: http://htt://isec.gov.ge
უკან |