უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო 8-14 აპრილს, ბუდაპეშტში გამართულ ტრენინგში. საქართველოს ექვსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების იეჰუდა ელკანას ცენტრის ტრენერებმა სასწავლო კურსი ჩაუტარეს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე.ტრენინგის 25 მონაწილე გაეცნო საერთაშორისო გამოცდილებას სწავლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებისა და საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის საკითხებს.

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციასა და მის გამოწვევებზე პრაქტიკული ხედვის ფორმირების მიზნით მონაწილეები ესტუმრნენ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს - კორვინიუსის უნივერსიტეტსა და ელტეს (ELTE), აგრეთვე უნგრეთის ტემპუსის საზგადოებრივ ფონდს. ასევე დაესწრნენ ცენტრალური ევროპის უმაღლესი განათლების თანამშრომლობის (European Higher Education Cooperation - CEHEC) IV კონფერენციას და მოინახულეს ღია საზოგადოების ფონდის არქივები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა