საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. მინისტრმა ბსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტამბა, კაბინეტ-ლაბორატორიები დაათვალიერა, სადაც სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენენ. ვიზიტის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მკვლევარებისა და პროფესორების მიერ წარმოებული კვლევის შედეგებს გაეცნო. ასევე რექტორთან ერთად, შეხვდა პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.
უკან |