ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე: „ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები“. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ინფორმაცის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა (DEA/MoJ), USAID-ის წარმომადგენლებმა ღია მმართველობა საქართველოს პრიორიტეტული მიმართულებები და ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის სავარაუდო ვალდებულებები განიხილეს. 2018 წლის 17-19 ივლისს ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს საქართველო, თავმჯდომარე ქვეყანა უმასპინძლებს, სადაც განიხილება ქვეყნის ეროვნული სამოქმედო გეგმა.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც საერთაშორისო ინიციატივა - ღია მმართველობის პარტნიორობას (Open Government Partnership - OGP) შეუერთდა და ღია მმართველობის ფარგლებში არაერთი რეფორმა განახორციელა. 2014 წელს საქართველო აირჩიეს პარტნიორობის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო 2016 წელს - პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნად და პირველად გახდა 75 ქვეყნისგან შემდგარი ინიციატივის თავმჯდომარე ქვეყანა.
დისკუსია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და USAID საქართველოს ორგანიზებით გაიმართა.
უკან |