ღვაწლმოსილ პროფესორებს ბსუ-ს საპატიო ჯილდო - შოთა რუსთაველის სახელობის მედალი გადაეცათ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით პროფესორებს: ნოდარ ჭყონიას, რევაზ დიასამიძესა და გულიკო შერვაშიძეს უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ბსუ-ს საპატიო ჯილდო მიენიჭათ. აკადემიური საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ღვაწლმოსილ პროფესორებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და შოთა რუსთაველის სახელობის მედლით დააჯილდოვა. ასევე იუბილარებს წარმატებები უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს  აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირაკლი თავბერიძემ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა