ბსუ-ში იმიტირებული სახანძრო სწავლება ჩატარდა

სურათი

უნივერსიტეტის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ. საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა. სწავლების მონაწილეები სახანძრო უსაფრთხოების ნორმებსა და საგანგებო სიტუაციაში მოქცევის წესებს გაეცნენ. ტრენინგი ასევე ითვალისწინებდა ბსუ-ს II კორპუსში ხანძრის იმიტაციას და სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ევაკუაციას სახანძრო ტექნიკის გამოყენებით.

სახანძრო უსაფრთოხების წესებზე ტრენინგებს მომავალში ეტაპობრივად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი საგანგებო შტაბის წევრები ჩაატარებენ.

საგანგებო შტაბი ბსუ-ს თანამშრომლებსა და სტუდენტებს ხანძრის, მიწისძვრის და სხვა სახის საგანგებო სიტუაციაში ევაკუაციის სწორად წარმართვასა და მოსალოდნელი საფრთხის შეძლებისამებრ თავიდან აცილებაში დაეხმარება.

ბსუ-ს თანაშრომლებისაგან დაკომპლექტებული 75-წევრიანი საგანგებო შტაბის შემადგენლობაში  შედის სახანძრო, სამაშველო, საევაკუაციო სამედიცინო რეაგირების, თავშესაფრის მომსახურების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, კავშირგაბმულობისა და შეტყობინების და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ჯგუფები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა