ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ ორგანიზებით პროექტის „გენდერი და არჩევნები რეგიონებში“ ფარგლებში ტრენინგის კურსი დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნობიან ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: „ქალთა ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“, „საარჩევნო სისტემები და სახელმწიფო მოწყობა“, „პოლიტიკური იდეოლოგიები“ და „შრომისა და ჯანდაცვის საკითხები“. სწავლება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, გუნდური მუშაობისა და თვითპრეზენტაციის უნარების გამომუშავებას.
უკან |