პროფესორმა ნიკოლაე დურამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველო-რუმინეთის ურთიერთობათა ისტორიიდან“

სურათი

რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, კონსტანცას უნივერსიტეტის პროფესორმა, თსუ-ს საპატიო დოქტორმა ნიკოლაე დურამ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველო-რუმინეთის ურთიერთობათა ისტორიიდან“. მომხსენებელმა ბათუმისა და კონსტანცას ურთიერთობების მეცნიერული შესწავლის მნიშვნელობასთან ერთად, ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებზე  ისაუბრა და რუმინეთში მოღვაწე ქართველების ანთიმოზ ივერიელისა და მიხეილ სტაფანიშვილის ღვაწლი შეაფასა. ლექციის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორ მერაბ ხალვაშსა და პროფესორ ნიკოლაე დურას შორის გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კონსტანცას უნივერსიტეტის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა