„Tea grown in Europe“-ს ასოციაციის პრეზიდენტი დენიზ მაზეროლი ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, პროფესორ ნათია წიკლაშვილს, სამეცნიერო ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლებსა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრას. მხარეებმა შეხვედრაზე იმსჯელეს ევროპაში, საფრანგეთის ბრეტანის ტერიტორიაზე ქართული ჩაის სხვადასხვა ჯიშის გაშენების შესაძლებლობებზე.
უკან |