თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის ვიზიტი

სურათი

თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული მაქბულე ქოჩაკი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს მარინე გიორგაძეს შეხვდა. უნივერსიტეტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ერთობლივ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტებთან დაიგეგმა ერთობლივი ახალი პროექტების განხორციელება. ასევე, მხარეთა შეთანხმებით საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა სერენ იაზგანი და გენერალური კონსული მაქბულე ქოჩაკი სტუდენტებს ღია ლექციას წაუკითხავენ და დიპლომატიურ გამოცდილებას გაუზიარებენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა