ტურიზმის ფაკულტეტის 4 სტუდენტი სწავლას ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში განაგრძობს

სურათი

ტურიზმის ფაკულტეტმა ერთობლივი პროექტის ,,ნორვეგიაში, საქართველოსა და ყირგიზეთში ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სფეროში განათლება“ მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო. პროექტით გათვალისწინებულია ყოველწლიურად ტურიზმის ფაკულტეტის 3 სტუდენტის ერთწლიანი სწავლება ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში. კონკურსში მონაწილეობა 40 სტუდენტმა მიიღო. პირველი ეტაპის გამარჯვებულ ათ მონაწილეს ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორებმა თემურ აბესაძემ და ფრუდე ლიენგიმ ერთკვირიანი ტრენინგი ჩაუტარეს და ოთხი საუკეთესო კონკურსანტი შეარჩიეს. კონკურსის პირობები ინგლისურ ენაში ტესტირებას, აკადემიურ მოსწრებასა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარს ითვალისწინებდა. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები: სოფო ფოფხაძე, ავთანდილ საგინაძე და ერეკლე ჩიკვაიძე ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში „ტურიზმის მენეჯმენტის“ ერთწლიან, ხოლო გურანდა ბაგრატიონი ეკოლოგიის მიმართულებით მაგისტრატურის ორწლიან სასწავლო პროგრამას გაივლის. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ფაკულტეტის დეკანებმა სტუდენტებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა