ბსუ-ს პროფესორებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის აკადემიური პრემია მიენიჭათ

სურათი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორებს: მამია ფაღავას (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და რედაქტორი), მალხაზ ჩოხარაძეს (პროექტის კოორდინატორი), †ემერიტუს-პროფესორ მერი ცინცაძეს, თინა შიოშვილს, შოთა მამულაძეს, რამაზ ხალვაშს, ნუგზარ მგელაძეს; ასოცირებულ პროფესორებს: ზაზა შაშიკაძეს, მაია ბარამიძეს, ჯემალ კარალიძეს,  საქართველოს ისტორიის, ფილოლოგიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დარგში გამოცემული საუკეთესო მონოგრაფიისათვის  „კლარჯეთი“  მიენიჭათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის აკადემიური პრემია.

მეცნიერთა ჯგუფმა მონოგრაფია „კლარჯეთი“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო პროექტის „კლარჯეთი“ ფარგლებში გამოსცა. წიგნში კომპლექსურადაა  შესწავლილი  თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში მოქცეული ისტორიული ქართული კუთხე  კლარჯეთი.   მონოგრაფია ორი ნაწილისაგან შედგება, დართული აქვს ლექსიკონი, რუკები და ფოტომასალა. 

უნივერსიტეტი ულოცავს ავტორებს გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა