აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უნივერსიტეტის განახლებული ლაბორატორიები და აუდიტორიები დაათვალიერა. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა მთავრობის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ პროექტის შესახებ, რომელიც 2017-2018 წლებში აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. აღინიშნა, რომ ბათუმის უნივერსიტეტი საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი პირველია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული ლიფტი მონტაჟდება. რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა ასევე უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ცენტრი დაათვალიერეს, რომელიც სასწავლო-პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად, კომერციული საქმიანობასაც ეწევა.
გარდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლისა, აქტიურად ხორციელდება სტუდენტთა განათლების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროგრამები.
უკან |